მარშის საკორესპონდენტო ოფისი საქართველოში
პროფესიული კონსალტინგური და საბროკერო სერვისების მსოფლიო ლიდერი ჯგუფის Marsh & McLennan-ის წევრი მარში საქართველოში საკორესპონდენტო ოფისით არის წარმოდგენილი.
მარში გლობალური ლიდერია დაზღევის საბროკერო მომსახურების და რისკების მართვის სფეროში, კომპანიის ისტორია უკვე 140 წელს ითვლის, დღესდღეობით 130-ზე მეტ ქვეყანაში 30 000 თანამშრომლითაა წარმოდგენილი და მისი წლიური შემოსავალი $13 მილიარდს აჭარბებს. მარში ემსახურება მსოფლიოში წამყვან კომპანიებს და ჯგუფებს, მათ შორის Fortune 500-ის კომპანიების უმეტესობას.
მარშის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, ქვეყნის სადაზღვევო სექტორისთვის დაზღვევა/გადაზღვევის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მსხვილ კომპანიებს, უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ მარშის საბროკერო მომსახურებით, საშუალება ექნებათ ადგილობრივ ოფისთან იურთიერთონ, რაც გაზრდის კომუნიკაციის ეფექტურობას და შეამცირებს ქვეყნიდან ფულადი რესურსის გადინებას. გაიზრდება ასევე საქართველოს, როგორც ქვეყნის, საინვესტიციო მიმზიდველობაც, რადგან ქვეყანაში მარშის მსგავსი ბრენდების არსებობა არის დასტური დაზღვევის ინდუსტრიისა და ბიზნეს სექტორის სწორი მიმართულებით განვითარების.
მარშს საქართველოში დაზღვევის ლიცენზირებული ბროკერი „არრიბა“ წარმოადგენს. არრიბა მომსახურებას უწევს საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებს, უხსნის მათ წვდომას მარშის უნიკალურ შესაძლებლობებზე და დაზღვევის/გადაზღვევის მსოფლიო ბაზრებზე. მარშის გამოცდილება და უნიკალური ცოდნა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ მათზე მორგებულ დაზღვევის გადაწყვეტილებები, მართონ რისკები პროფესიონალურ დონეზე და უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესის სტაბილურობა.