ზარალის მენეჯმენტი

გლობალური ქსელის დახმარებით, Marsh-ის ზარალების მენეჯერები ჩართულები არიან ზარალების წარმატებულად დარეგულირებაში მსოფლიოს უდიდეს და კომპლექსურ ქეისებში. ჩვენი კონსულტანტების მეშვეობით მცირდება პრეტენზიების დადგომის სიხშირე და სიმძიმე, ჯამში კი რისკი, რაც შესაძლებლობას იძლევა ზარალის შემდგომი აღდგენა და განვითრება სწრაფი ტემპით წარიმართოს.

ჩვენ გთავაზობთ ადვოკატირებას შემდეგ საკითხებში:

დასაქმებულთა კომპენსაცია,

ზოგადი პასუხისმგელობა

ავტოკასკოსა და მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა, სპეც ტექნიკის დაზღვევა;

ქონება და მანქანა-დანადგარები; უბედური შემთხვევისგან დაზღვევა; 

ჯანმრთელობის დაზღვევა;

სპეციფიური რისკები, საავიაციო, ენერგეტიკის, ფინანსური და პროფესიონალური (FINPRO), საზღვაო, პერსონალური დაზღვევის და კრედიტის კუთხით.

ჩვენი თანამედროვე ზარალების რეპორტის სისტემა გვაძლევს მყისიერ ელექტრონულ შეტყობინებას და ზარალის ანაზღაურების საშუალებას.

Marsh-ს ზარალის მენეჯერები მიდიან შემთხვევის ადგილზე და მუშაობენ თქვენი სახელით სარჩელის პროცესების მართვაში, რაც თქვენ საშუალებას გაძლევთ კონცენტრირება მოახდინოთ ყოველდღიურ საკითხებზე, ამასთანავე გეხმარებით სამართლიანი და დროული ანაზღაურების მიღებაში.

იმისათვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სრული სადაზღვევო ღირებულების დანაკარგი, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად ზარალის ანაზღაურების გეგმაზე რაც იქნება დაფუძნებული ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე და ითვალისწინებს ინდივიდუალური ბაზრის რელევანტურ მონაცემებს.

ჩვენ ვგეგმავთ ოფიციალური საჩივრების მიმოხილვას, გამოცდილების მოდიფიკაციის გათვლების ცოდნით, პროგრამულ ცვლილებებს, პროგრამის უზრუნველყოფისა და განახლების კუთხით. 

დაზღვევის ამბები