ტურიზმი

მსოფლიოში კაზინოების, სასტუმროებისა და კურორტებისთვის ბაზარი ისეთი მრავალფეროვანი და კონკურენტულია, როგორც არასდროს. კომპანიები, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას და ამჟამინდელი მომხმარებლების შენარჩუნებას, საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა, ამასთან პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება დამატებითი გამოწვევაა, ხოლო თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების დაცვა კი უპირველესია. ხშირი კიბერშეტევებიც საფრთხეს უქმნის მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს, ხოლო სოციალურ მედიაში არსებულმა ნეგატიურმა კომენტარებმა შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე და ბრენდზე. ბრენდის ცნობიერების ამაღლება და ბრენდის დამატებითი ღირებულების შექმნა წარმოადგენს სტუმართმოყვარეობისა და სათამაშო ინდუსტრიის მზარდ პრიორიტეტს. მარშს ჰყავს გუნდი, რომელიც ემსახურება ტურიზმის სექტორს სასტუმროებისა და სათამაშო ინდუსტრიის მომსახურების ჩათვლით. ჩვენი ინდუსტრიის ზარალის კონტროლისა და პრეტენზიების  განხილვების სპეციალისტები უზიარებენ ცოდნას და საუკეთესო პრაქტიკას მსოფლიოს ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებით. მარშის ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკისა და ბენჩმარკინგის მხარდაჭერით, ჩვენი სპეციალისტები ადგენენ რისკის მნიშვნელოვან ტენდენციებს და ქმნიან ზარალის კონტროლის პროგრამებს, რისკების პროგნოზირებას, რაც სფეროს მართვაში დახმარების საუკეთესო საშუალებაა.

დაზღვევის ამბები