ენერგეტიკა
დღევანდელ რეალობაში ენერგო კომპანიები აწყდებიან ძალიან ბევრ და სხვადასხვა ტიპის რისკს. ავარიამ საბურღ მოწყობილობაზე ან ნავთობის დაღვრამ შეიძლება წამოიწვიოს გარემოსა და რეპუტაციული ზიანი.
ელექტრო-ენერგიის გათიშვამ, რომელიც გამოწვეულია მოძველებული ინფრასტრუქტურით, ამინდით ან ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომით, შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების ჯაჭვში შეფერხება. გაზრდილი პოლიტიკური და სოციალური მღელვარება შეიძლება დამატებითი გამოწვევა იყოს ასეთი კომპანებისთვის, ამავდროულად შეიძლება ლოკალური რეგულაციები შეიძლება გახდეს წარმოებისა და დისტრიბუციისათვის შემაფერხებელი.
Marsh-ის ენერგო კუთხით გამოცდილება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ჩვენ კონსულტაციას გაგიწევთ რისკებთან და დაზღვევასთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენენ საოპერაციო და საფინანსო წარმატებაზე მთლიანი ჯაჭვის შექმნისას ღირებულების კუთხით. ჩვენ დაგეხმარებით წარმატების მიღწევაში, შევამცირებთ რისკის საერთო ღირებულებას და დაგეხმარებით მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მოგცემთ მომავალში ინვესტიციის საფუძველს.
ენერგია: ნავთობი, გაზი და პეტროქიმიკატები
Marsh-ის ენერგიის სპეციალისტები ყოველთვის მზად არიან რისკის მართვასთან და რაობასთან დაკავშირებით რჩევის გასაცემად ენერგეტიკულ კომპანიებთან მიმართებაში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ზედამხედველი, კონსტრუქტორი, მწარმოებელი, მარკეტოლოგი თუ გადამამუშავებელი კომპანია ბრძანდებით, ჩვენი კომპანიის ექსპერტები ენერგეტიკის კუთხით გაგიწევენ სრულ მომსახურებას და რისკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ.
ელექტროენერგია: წარმოება, გადაცემა, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა
Marsh-ის ენერგო სპეციალისტები დაგეხმარებიან განსაზღვროთ შემთხვევები, პრობლემები, ტენდენციები და წესები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდუსტრიაზე. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ დაგეგმოთ როგორც ტრადიციული ასევე ალტერნატიული ენერგიის სტრატეგიები. ჩვენი გამოცდილება დაფუძნებულია ინდუსტრიის წამყვან ანალიტიკაზე, რაც გვეხმარება პროექტის ღირებულების, ზარალების, ფასწარმოქმნისას სხვადასხვა დონის დაფარვაზე და ასევე დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში საერთოდ ღირს რისკის გადაცემა თუ საკუთარ თავზე დატოვება.
რა მიმართულებაშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ ( წარმოება, გადაცემა, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა ან გაერთიანებულად) - ჩვენი ენერგო ექსპერტები შემოგთავაზებენ რისკის მენეჯმენტის კუთხით სრულყოფილ გადაწყვეტილებებს.
მსგავსი პროდუქტები