სავაჭრო კრედიტის დაზღვევა

დებიტორების დავალიანებისგან დასაცავად შესაბამისი სავაჭრო კრედიტის დაზღვევისას თქვენ შეგიძლიათ მყიდველებს მიმზიდველი პირობები შესთავაზოთ, რაც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ უფრო მეტი გლობალური შესაძლებლობა და ამავდროულად დაიცვათ თქვენი ბალანსი.

საერთაშორისო ვაჭრობაში, ძირითადი პრობლემები არის გაჭიანურებული გადარიცხვები, გადახდისუუნარო მყიდველები და პოლიტიკურად არამდგრადი სიტუაციებია. ახალი მყიდველების არ-ცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს გამყიდველების დაყოვნება კრედიტის მიღების კუთხით, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ბიზნესის წარმართვისათვის. მსგავსი პრობლემა შეიძლება უფრო შესამჩნევლი იყოს არასტაბილურ რეგიონებში, სადაც რისკის კონცენტრაცია შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს.

Marsh-ის სავაჭრო კრედიტის გამოცდილება ეხმარება გამყიდველებს მოსალოდნელი რისკების მართვაში - მრავალფეროვანი სხვა სავაჭრო-საფინანსო საკითხების გადაჭრაში - სადაზღვევო კრედიტის გადაწყვეტილებების საერთაშორისო წვდომის საშუალებით. ჩვენი გლობალური კლიენტები არიან უნიკალური, ინტერნაციონალურად კოორდინირებული ჯგუფები, რომლებიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ანთავსებენ კრედიტს.

ასევე, ჩვენი ჯგუფი ეხმარება კლიენტს შეამციროს ფინანსური რისკები სტრუქტურირებული საკრედიტო გადაწყვეტილებების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს უფრო მოცულობით ტრანზაქციებს და შესაბამისად აძლევს ეკონომიკის განვითარებას საშუალებას.

დიდი გამოცდილებისა და დიდ კომპანიებთან მრავალწლიანი მუშაობის ხარჯზე, Marsh-ს შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს კლიენტისათვის კრედიტის ღირებულების დაწევასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მულტინაციონალური გუნდის მეშვეობით გაგიწიოთ კონსულტაცია, რაც დაგეხმარებათ ლოკალური სადაზღვევო წესებისა და კანონების გათვალისწინებაში, ასევე, სადაზღვევო პოლისების ფორმულირებაში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ზარალების დარეგულირებას.

დაზღვევის ამბები