Marsh-ს საქართველოში დაზღვევის ლიცენზირებული ბროკერი „არრიბა“ წარმოადგენს
"არრიბა" დაზღვევის ლიცენზირებული ბროკერია, რომელიც თანამშრომლობს როგორც ლოკალურ და საერთაშორისო ბიზნესთან, ასევე სადაზღვევო კომპანიებთან და 2 წელზე მეტია წარმატებით ახერხებს ბიზნესისა და დაზღვევის დაკავშირებას, მათთვის მეტი კომფორტის შექმნას და მათ გვერდით საიმედო პარტნიორად დგომას. კომპანია ასევე მომსახურებას უწევს საქართველოში მოღვაწე წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, უხსნის მათ წვდომას "მარშის" უნიკალურ შესაძლებლობებზე და დაზღვევის/გადაზღვევის მსოფლიო ბაზრებზე.
მარშის გამოცდილება და უნიკალური ცოდნა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ მათზე მორგებულ დაზღვევის გადაწყვეტილებები, მართონ რისკები პროფესიონალურ დონეზე და უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესის სტაბილურობა.
საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდისა და მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით, დაზღვევის ნებისმიერ მოთხოვნაზე, კლიენტი იღებს გამართულ, სწორ, მის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტს. პროცესები იმართება ოპერატიულად, სატენდერო მოთხოვნის შედგენიდან და შორთ ლისტის კონკურენტული ანალიტიკის მომზადებიდან, კონტრაქტის პერიოდში მაქსიმალური ჩართულობით, გართულებული ზარალების დარეგულირებამდე.